ყველაზე მდიდარი ქვეყნების რეიტინგში საქართველო 112-ე ადგილზეა

ყველაზე მდიდარი ქვეყნების რეიტინგში საქართველო 112-ე ადგილზე გავიდა. რეიტინგში, რომელიც გამოცემა Global Finance-მა შეადგინა, 184 ქვეყანა მოხვდა. მდიდარი და ღარიბი ქვეყნების სია 2009-2013 წლის მონაცემებზე დაყრდნობით შემუშავდა. კერძოდ, გამოცემამ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნების რეიტინგი ერთ სულ მოსახლეზე "მთლიანი შიდა პროდუქტის" (მშპ-ს) წილის მიხედვით შეადგინა. ანალიტიკოსებმა ასევე გამოიყენეს ცხოვრების დონის და ინფლაციის მაჩვენებლებიც.

ყველაზე მდიდარ ქვეყნებს შორის ყატარი, ლუქსემბურგი და სინგაპური მოხვდნენ. ათეულში ასევე შევიდა ნორვეგია, ბრუნეი, ჰონგ-კონგი, აშშ, არაბთა გაერთიანებული ემირატები, შვეიცარია და ავსტრალია. რაც შეეხება ყველაზე ღარიბ ქვეყანას, ეს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაა.