უკრაინაში შოკოლადის წარმოება წლის დასაწყისიდან დღემდე 30 პროცენტით შემცირდა. იანვრიდან ივლისის ჩათვლით, უკრაინულმა მწარმოებლებმა 89.3 ათასი ტონა შოკოლადი და კაკაოს ნაწარმი დაამზადეს, რაც თითქმის 30 პროცენტით ნაკლებია გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით. მხოლოდ ივლისის თვეში სულ 11.5 ათასი ტონა პროდუქციის წარმოება მოხდა, რაც გასული წლის ივლისის თვის მონაცემებთან შედარებით 22,6 პროცენტით ნაკლებია.
2015 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში უკრაინაში შემცირდა ორცხობილას და ვაფლის წარმოებაც. კერძოდ, წელს მხოლოდ 138 ათასი ტონის წარმოება მოხერხდა, რაც წინა წელთან შედარებით 23.5 პროცენტით ნაკლებია. უკრაინა ტკბილეულობის წარმოებით ცნობილია.