ნავთობის ფასი გაიზარდა

18 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან, ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა.

კერძოდ, ლონდონში InterContinental Exchange Futures Europe-ზე (IСE Futures Europe) - Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 48.63 (+ 0.06) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 42.84 (+ 0.45) დოლარი/ბარელზე.