თბილისში მიქელაძისა და ცაბაძის ქუჩებზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო

თბილისის მერიის ინფორმაციით, მიქელაძისა და ცაბაძის ქუჩებზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო. თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ევგენი მიქელაძის ქუჩასა და ცაბაძის ქუჩებზე ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები უკვე დასრულებულია.  "აღნიშნულ მისამართებზე მოიხსნა დაზიანებული ასფალტის საფარი, მოეწყო საფუძველი და 4924 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო 5 სანტიმეტრიანი ასფალტო-ბეტონის საფარი. პროექტის ფარგლებში მიქელაძის ქუჩაზე ასევე ტროტუარები და ბორდიურები მოეწყო", - აცხადებენ მერიაში.

მათივე თქმით, ამასთან ერთად, აკაკი წერეთლის #43-ში, #47-სა და #61-65-ში ტროტუარების აღდგენის სამუშაოები დასრულდა. პროექტის მიხედვით კი, აღნიშნულ ტერიტორიებზე მოიხსნა დაზიანებული ასფალტის საფარი, შეიცვალა საფუძველი და 1178 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო 5 სანტიმეტრიანი ასფალტო-ბეტონის საფარი.