დოლართან მიმართებაში კიდევ ერთი ეროვნული ვალუტა გაუფასურდა

ამერიკულ დოლართან მიმართებაში კიდევ ერთი ვალუტა გაუფასურდა. ყაზახური ტენგე დოლართან მიმართებაში რეკორდულ მაჩვენებლამდე დაეცა. ბოლო მონაცემებით, ერთი დოლარის ფასი 255 ტენგეს შეადგენს.  მიუხედავად ინტერვენციისა, ყაზახეთის მთავრობამ ეროვნული ვალუტის გადარჩენა ვერ შეძლო.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყოფილი საბჭოთა კავშირის არაერთი ქვეყნის ეროვნული ვალუტა გაუფასურდა. რუსულმა რუბლმა რეკორდულად დაბალ მაჩვენებელს მიაღწია. პრობლემები შეექმნა სომხურ დრამს, აზერბაიჯანულ მანათს და უკრაინულ გრივნასაც.