ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილს შესაძლოა, თანამდებობის დატოვება მოუწიოს

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს, მარიამ ვალიშვილს სემეკ-ის წევრობა სურს. როგორც ვალიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან განცხადებების მიღების პროცესი დაახლოებით ორი თვეა, დაიწყო.  ვალიშვილის თქმით, საჭიროდ ჩათვალა, რომ ამ შესაძლებლობით ესარგებლა, განცხადება შეიტანა და კონკურსში მონაწილეობის თაობაზე საკუთარი სურვილი დააფიქსირა.

"ენერგეტიკაში, რეფორმის თვალსაზრისით, ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება არის ის, რომ ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების ეტაპზე ვიმყოფებით. ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობს და, შესაბამისად, გვაქვს გარკვეული ხედვები ევროკავშირში ინტეგრაციასთან მიმართებაში იგივე მარეგულირებელი კანონმდებლობის დაახლოების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რომ მარეგულირებელ კომისიაში ძალიან სინტერესო სამუშაო იქნება განსახორციელებელი. ეს ის მიმართულებაა, რომელშიც მინდა გამოცდილება მივიღო. საჯარო და კერძო სექტორში მიმუშავია. მარეგულირებელი კომისია კი ის ორგანოა, სადაც გამოცდილება არ მაქვს. მინდა, რომ დაგროვილი პრაქტიკა და გამოცდილება ამ ეტაპზე მარეგულირებელ კომისიაში გამოვიყენო", - განაცხადა ვალიშვილმა, რომელსაც სმეკი-ის წევრობის შემთხვევაში მინისტრის მოადგილის თანამდებობის დატოვა მოუწევს.  მისივე თქმით, პრეზიდენტი თავისი პრეროგატივის ფარგლებში, როგორც ამას კანონი მოითხოვს, კანდიდატურებს შეარჩევს, გარკვეულ კონსულტაციებს გაივლის, წარუდგენს მთავრობას და შემდეგ - უკვე პარლამენტს.

"ინტეპრესნიუსის" ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 30-ზე მეტი განაცხადია შესული, მათ შორის, სემეკი-ის წევრობა ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს გაიოზ თალაკვაძესაც სურს.  ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულ კომისია 5 წევრისგან შედგება, ამჟამად კომისიას 3 წევრი ჰყავს. ამასთან, ერთ-ერთ მათგანს უფლებამოსილების ვადა ოქტომბერში ეწურება და თუ ამ პერიოდისთვის ახალი წევრი არ დამტკიცდა, კომისია სხდომებს ვერ ჩაატარებს, რადგან ქვორუმი არ ექნება.