ეგვიპტის სანაპიროებთან ტურისტული გემი ჩაიძირა

წითელ ზღვაში, ეგვიპტის სანაპიროებთან ტურისტული გემი ჩაიძირა. უცხოური მედიის ინფორმაციით, სანაპირო დაცვის სამსახურმა 26 ფრანგი ტურისტის და 10 ეგვიპტელის გადარჩენა შეძლო. დაღუპულების შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება. ამასთან, ადგილობრივი მედია იუწყება, რომ გემზე 38 ადამიანი იმყოფებოდა და ამ დრომდე გაურკვეველია ერთი ფრანგი ტურისტის და ერთი ეგვიპტელის ბედი.

წინასწარი ინფორმაციით, გემი რიფს შეეჯახა.