საქართველოდან აშშ-ში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებელი 2014 წელთან შედარებით 21%-ით გაიზარდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოდან აშშ-ში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებელი 2012 წელთან შედარებით 96%-ით გაიზარდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის 7 თვის ოპერატიული მონაცემების მიხედვით, საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა 3.48 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 21 %-ით აღემატება 2014 წლის, 42.7%-ით - 2013 წლის, ხოლო 96.4%-ით - 2012 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

უწყების ინფორმაციით, ძირითადად ექსპორტირებულია ხილისა და ბოსტნეულის წვენები, მინერალური და მტკნარი წყლები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, სპირტიანი სასმელები და სხვა.