ქუჩების დასახელებებისა და ნუმერაციის აღმნიშვნელი აბრების განთავსებაზე ტენდერი გამოცხადდა

თბილისის მერიამ დედაქალაქის მასშტაბით ქუჩების დასახელებებისა და ნუმერაციის აღმნიშვნელი აბრების განთავსებასთან დაკავშირებით დღეს ტენდერი გამოაცხადა.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ქუჩების დასახელებებისა და ნუმერაციის აღმნიშვნელი დაზიანებული აბრების აღდგენა, ძველი აბრების დემონტაჟი და ახლით ჩანაცვლება.

ტენდერის მოცულობა 120 000 ლარია. სამუშაოების დასრულების ვადა 15 დეკემბრამდე განისაზღვრა.