სოციალური ქსელები ჩინეთში მხოლოდ ერთი კვირით ჩაირთვება

სოციალური ქსელები "ფეისბუქი" და "ტვიტერი", ასევე საძიებო სისტემა "გუგლი" რამდენიმე დღით ჩინეთშიც ჩაირთვება. ამის შესახებ მძლეოსნობის ფედერაციათა საერთაშორისო ასოციაციაში განაცხადეს. გავრცელებული ცნობით, ოფიციალურმა პეკინმა მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყანაში მოსახლეობას და ჩასულ სტუმრებს ერთი კვირის განმავლობაში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელების მოხმარების შესაძლებლობა მისცეს. ამის მიზეზი პეკინში 22-30 აგვისტოს დაგეგმილი მძლეოსნობის მსოფლიო ჩემპიონატია.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთში "ფეისბუქი", "ტვიტერი", "იუთუბი" და სხვა სოციალური ქსელები დაბლოკილია. ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი ინტერნეტსივრცე სწორედ ჩინეთს აქვს.