ჩოგბურთის მოყვარულებს თამაში წყალქვეშაც შეეძლებათ

დუბაი რომ საოცარი არქიტექტურის, ინჟინერიის და ინოვაციების ქალაქია, ეს ახალი არ არის. ამ ქალაქში ყველაფრის აშენება შეუძლიათ, წყალქვეშა სასტუმროსიც კი. ახლა კი მათ საოცარ ნაგებობებს წყალქვეშა ჩოგბურთის კორტები შეემატება. უკვე დაგეგმილია მშენებლობის პროცესი. ინოვაციური იდეის ავტორი პოლონელი არქიტექტორია. უზარმაზარი კორტები, რომელიც გარშემო მინით იქნება დაფარული, სპარსეთის ყურეში, ბურჯ-ალ-არაბისა და პალმა ჯუმეირას კუნძულებს შორის განთავსევდება. ჩოგბურთის თამაშის დროს დამსწრეებს ულამაზესი ზღვის ცხოვრების დათვალიერების შესაძლებლობა მიეცემა.

წყლისქვეშა ჩოგბურთის კორტები მილიარდები დაჯდება. პროექტის ავტორების მიზანს "დიდი სლემის", ავსტრალიის ღია პირველობის და სხვა ტურნირის აღნიშნულ კორტებზე ჩატარება წარმოადგენს.