400-მა მდიდარმა ადამიანმა 182 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მსოფლიოში 400-მა მდიდარმა ადამიანმა 182 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა. ამის მიზეზი "ბლუმბერგის" ცნობით, მსოფლიო ბაზარზე შექმნილი ვითარება გახდა. მხოლოდ გუშინ ამერიკის საფონდო ინდექსის დაცემის შედეგად მდიდარმა ადამიანებმა 76 მილიარდი დოლარი იზარალეს. ყველაზე მეტად დაზარალდა ბიზნესმენი უორენ ბაფეტი, რომლის ქონებაც 3.6 მილიარდი დოლარით შემცირდა. ბაფეტის საინვესტიციო კომპანიის აქციები გასულ კვირას 5 პროცენტით შემცირდა.

თუმცა, ექსპერტთა ნაწილი აღნიშნულ ციფრებს სერიოზულად არ მიიჩნევს. როგორც საკონსულტაციო კომპანია "ასპირიანტის" ხელმძღვანელი ჯონ კოლინსი ამბობს, 182 მილიარდიანი დანაკარგი მილიარდერებისთვის არ არის დიდი დანაკლისი. 2014 წლის სექტემბრიდან დღემდე მილიარდერთა ზარალმა ყველაზე მაღალ მაჩვენებელს სწორედ გასულ კვირას მიაღწია.