"ენერგო პრო": სტიქიის გამო დაზარალებული აბონენტების უმრავლესობას ელექტროენერგია მიეწოდება

სტიქიის გამო დაზარალებული აბონენტების უმრავლესობას ამ დროისთვის ელექტროენერგია უკვე მიეწოდება. როგორც "ენერგო-პრო ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ავთო დვალიშვილმა განუცხადა, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა ელექტროსადენები. მისი თქმით, ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა რაჭა-ლეჩხუმში, სამეგრელოში, იმერეთისა და შიდა ქართლში მცხოვრებ, დაახლოებით, 35 000 აბონენტს, მათგან ყველაზე რთული ვითარება ონის რაიონში იყო.

როგორც დვალიშვილმა აღნიშნა, მიმდინარეობდა აღდგენითი სამუშაოები და მოსახლეობის უმრავლეობას ელექტოენერგიის მიწოდება აღუდგა. ამ დროისთვის დენის მიწოდება 8 000 აბონენტს აქვს შეზღუდული. "ადგილზე შევიტანეთ ყველა საჭირო მასალა. ვეცდებით, რომ დროულად აღდგეს ელექტროენერგიის მიწოდება", - განაცხადა დვალიშვილმა.