ონში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა მიმდინარეობს

ონში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ონის რაიონის გამგებელმა გია ლობჟანიძემ განაცხადა.  მისი თქმით, ზარალის რაოდენობა დგინდება, მუშაობს შესაბამისი კომისია. "ონში რამდენიმე სახლს და ასევე ადმინისტრაციულ შენობას სახურავი აეხადა. ხეები არის მოგლეჯილი. ერთ-ერთი სოფლის, ღების ხიდთან მისასვლელი არის დაზიანებული, რომელიც ამ ორ დღეში უნდა აღვადგინოთ. ამასთან, არ იყო ელექტროენერგია, თუმცა ამ დროისთვის ონს დენი უკვე მიეწოდება", - განაცხადა ლობჟანიძემ.

როგორც ონის გამგებელმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის დავალებით, კანცელარიის ადმინისტრაცია, ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია და შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.