როგორ აისახა რუსული რუბლის გაუფასურება მეზობელი ქვეყნების ეროვნული ვალუტების დევალვაციაზე?

რუბლი 2014 წლის იანვრიდან დღემდე დოლართან მიმართებაში 51 პროცენტით გაუფასურდა. მას მოჰყვა არაერთი ვალუტის დევალვაცია. მაგალითად, ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ყველაზე მეტად უკრაინული გრივნის ფასი დაეცა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში და იგი 62 პროცენტით გაუფასურდა. 2015 წლის იანვრიდან დღემდე კი 29 პროცენტით გაუფასურდა.

სერიოზული დევალვაცია განიცადა ბელორუსულმა რუბლმაც, რომლის ფასი დოლართან მიმართებაში 2014 წლის იანვრის შემდეგ 42 პროცენტით დაეცა. მას მოჰყვება ყახაზური ტენგე, რომელიც რამდენიმე დღის წინ მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში 22 პროცენტით გაუფასურდა, 2014 წლის იანვრიდან დღემდე კი მისი ფასი დოლართან მიმართებაში 40 პროცენტით დაეცა.

გაუფასურდა ასევე აზერბაიჯანული მანათი 26 პროცენტით, ქართული ლარი - 26 პროცენტით, მოლდოვური ლეი - 32 პროცენტით, სომხური დრამი - 15 პროცენტით, ყირგიზული სომი - 21 პროცენტით. აღნიშნულმა ეროვნულმა ვალუტებმა დევალვაცია ძირითადად 2015 წლის განმავლობაში განიცადეს, თუმცა, ეს პროცესი 2014 წელსაც შესამჩნევი იყო.

დოლართან მიმართებაში გაუფასურდა ევრო და ჩინური იუანიც. კერძოდ, 2014 წლის იანვრიდან დღემდე ევრო დოლართან მიმართებაში საერთო ჯამში 19 პროცენტით გაუფასურდა, იუანი კი - 6 პროცენტით.