ბირჟაზე რყევების გამო Apple-მა 158 მილიარდი დოლარი დაკარგა

აშშ-ში ბირჟაზე გამოწვეული რყევევბის შედეგად კორპორაცია Apple-მა ბოლო დღეების განმავლობაში 158 მილიარდი დოლარი დაკარგა.

USA Today-ს ინფორმაციით, 21 აგვისტოს კომპანიის აქციები 6,72 დოლარით , 6%-ით დაეცა. სამუშაო სესიის ბოლოს კი Apple-ის აქციების ფასმა 106,02 დოლარი შეადგინა ერთი აქციის სანაცვლოდ.

მიმდინარე წლის დასაწყისში Apple-ის აქციების ღირებულება 134,5 დოლარი იყო. შესაბამისად, ჯამში კორპორაციის აქციები 20%-ით გაუფასურდა.

მიუხედავად ამისა, Apple მაინც რჩება აშშ-ის ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიად, რომლის კაპიტალიზაციაც 618 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.