რუპერტ მერდოკი გლობალურ კრიზისს წინასწარმეტყველებს

მედიამაგნატი რუპერ მერდოკი ვარაუდობს, რომ მსოფლიოს ერთი ნაბიჯი აშორებს ახალი მასშტაბური კრიზისისგან.

"მხოლოდ აქციის ფასები კი არა, საქონლის ფასიც ეცემა. ეს შესაძლოა მორიგი მსოფლიო კრიზისის დასაწყისის მომასწავებელი იყოს", - დაწერა მერდოკმა "ტვიტერზე".

მისივე თქმით, თუ ახალი რეცესიის მომსწრენი გავხდებით, დიდი ეკონომიკის ქვეყნებს ძალიან მცირე ინსტრუმენტები აქვთ კრიზისის წინააღმდეგ საბრძოლველად.

"ირგვლივ ნაღდი ფულის მთები დგას, თუმცა ინვესტირებას არავინ ახორციელებს", - აღნიშნა მედიამაგნატმა.