ნავთობზე ფასი 40 დოლარაზე ქვევით დაეცა

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბირჟაზე ნავთობის ფასი კვლავ დაეცა.

„როიტერის“ მონაცემებით, დღეს დილით „ბრენტის“ მარკის ნავთობზე ფასი 1,08 დოლარით დაეცა და ბარელზე 44,38 დოლარი შეადგინა, რაც 2009 წლის მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 1,00 დოლარით გაიაფდა WTI-ის ნედლი ნავთობი, რომლის ფასმაც ბარელზე 39,45 დოლარი შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2009 წლის თებერვლის შემდეგ.

„როიტერის“ ცნობით, აშშ-ის ნედლი ნავთობი 3 აგვისტოს შემდეგ 13%-ით გაუფასურდა.