კომერციულ ბანკებში დოლარის ფასი 2.38 ლარიდან იწყება

კომერციული ბანკების ნაწილში დოლარი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ კურსზე რამდენიმე პუნქტით ძვირად იყიდება. უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს საკუთარ ვებგვერდზე აქვთ განთავსებული.

მაგალითად, "საქართველოს ბანკში" დოლარის გაყიდვის კურსი ამ დროისთვის 2.384 ლარია, ყიდვის – 2.344. "თიბისი ბანკში" კი – 1 დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსი 2.3850 ლარია. ამავე ბანკში დოლარის გაყიდვის კურსი 2.3450 ლარს შეადგენს. რაც შეეხება "ბანკ რესპუბლიკას", ამ დროისთვის 1 დოლარის შეძენა 2.40 ლარი ღირს, გაყიდვა კი – 2,35 ლარი.

აღსანიშნავია, რომ კომერციული ბანკების ნაწილში ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ კურსზე რამდენიმე პუნქტით მაღალია ევროს ყიდვა-გაყიდვაც. მაგალითად, "საქართველოს ბანკში" ევროს ყიდვის კურსი 2.69 ლარს შეადგენს, გაყიდვის კი 2.77 ლარს. "თიბისი ბანკში" 1 ევროს გაყიდვა 2.3450 ლარად არის შესაძლებელი, ყიდვა კი 2.3850 ლარად. რაც შეეხება "ბანკ რესპუბლიკას" 1 ევროს ყიდვის კურსი 2,69 ლარი, გაყიდვის კი 2,77 ლარია.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში დღეისთვის 2,3336 ლარს, ევროსთან მიმართებაში კი 2.6342 ლარს შეადგენს. ახალი ოფიციალური კურსი დღეს დადგინდება.