შანხაის ბირჟის ინდექსი 8,5%-ით დაეცა

აზია-წყნარი ოკეანეთის რეგიონის ბაზრები ეცემა, მათი ინდექსები კი ჩინეთის ბირჟის კვალდაკვალ 3-4%-ით ვარდება.

დღევანდელი დილის მონაცემებით, შანხაის საფონდო ბირჟის Shanghai Composite-ის ინდექსი 8,45%-ით - 3211,2 პუნქტით დაეცა, რაც ხუთი თვის განმავლობაში მინიმუმია. შენჟენის ბირჟის - Shenzhen Composite - ინდექსი 7,61%-ით - 1884,16 პუნქტამდე, ხოლო ჰონგკონგის Hang Seng Index 4,64%-ით - 21369,7 პუნქტამდე დაეცა.

რაც შეეხება ტაივანის საფონდო ბირჟის ინდექსს, TAIEX-ის ინდექსი 4,4%-ით - 7441,3 პუნქტამდე დაეცა, იაპონიის Nikkei-ის ინდექსი 3,5%-ით - 18774,69 პუნქტამდე, კორეის KOSPI-ის ინდექსი 2,34%-ით - 1832,63 პუნქტამდე, ხოლოდ ავსტრალიური S&P/ASX 200-ის ინდექსი 7,5%-ით - 5214,6 პუნქტამდე დაეცა.

„ბაზარზე ნეგატიური ტრენდი ნარჩუნდება. სამწუხაროდ, კარგი ამბები არ მოდის. აქციები ძვირდება“, - განუცხადა „როიტერსს“ ჩინელმა ანალიტიკოსმა ცი იფენმა.