"ენგურჰესზე" ქართველი და აფხაზი ენერგეტიკოსების შეხვედრა გაიმართა

"ენგურჰესზე" ქართველი და აფხაზი ენერგეტიკოსების მორიგი შეხვედრა გაიმართა. როგორც აფხაზური მედია "ჩერნომორენერგოს" პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, შეხვედრაზე ტექნიკური თანამშრომლობის დეტალები განიხილეს. კერძოდ, ის, რომ ძლიერი სიცხეების გამო, დასავლეთ საქართველოში "ენგურჰესის" თაღოვან კაშხალზე წყლის დონემ 17 მეტრამდე დაიკლო. ბოლოს ასეთი ვარდნა რამდენიმე ათეული წლის წინ დაფიქსირდა. გარდა ამისა, გაიზარდა დატვირთვა ელექტრომომარაგების ქსელზე ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს. ამასთან დაკავშირებით, შეხვედრაზე შემოდგომა-ზამთრისთვის მოსამზადებელი სამუშაობის შესახებ იმსჯელეს.

აფხაზურ მხარეს "ჩერნომორენერგოს" გენერალური დირექტორი ასლან ბასარია, დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი ახრა ბჟანია და მათი თანხმლები პირები, ქართულ მხარეს კი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეები – ილია ელოშვილი და ირაკლი ხმალაძე წარმოადგენდნენ.