ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენზე მორიგი აფეთქება მოხდა

თურქეთის პროვინცია ყარსში, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენზე ტერორისტებმა მორიგი აფეთქება განახორციელეს. როგორც ამ მხარის გუბერნატორმა მედიას განუცხადა, დადგენილია, რომ ტერაქტი ქურთ მუშათა პარტიის მიერ არის მოწყობილი. მისივე თქმით, აფეთქება გუშინ გვიან საღამოს სოფელ სარიკამიშის მახლობლად მოხდა და ტერაქტში 20-მდე პირი მონაწილეობდა. ადგილობრივი ტელევიზიის ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო უსაფრთხოების სამსახურის ყველა დანაყოფი, მიმდებარე რაიონები კი მკაცრად კონტროლდება. ვრცელდება ინფორმაცია სროლის შესახებაც.

ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენზე აფეთქება რამდენიმე კვირის წინ, 4 აგვისტოსაც მოხდა, რის გამოც 23 აგვისტომდე შეფერხებული იყო ბუნებრივი აირის მიწოდება.

გაზსადენი ბაქო-თბილის-ერზრუმი ოფიციალურად 2007 წლის 25 მარტს გაიხსნა. მისი დიამეტრი 106 სანტიმეტრია, სიგრძე კი- 970 კმ.

კოკა კვირკველია