"გალფის" ქსელში საწვავის ფასი კვლავ მცირდება

"გალფის" ქსელში G-Force ევრო დიზელი და ევრო დიზელი - 5 თეთრით გაიაფდა. კომპანიის ინფორმაციით, მიმდინარე ფასები დიზელის პროდუქტებზე - G-Force ევრო დიზელზე - 2,02 ლარს, ხოლო ევრო დიზელზე - 1,86 ლარს შეადგენს.

როგორც კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, აღნიშნულ პროდუქტებზე ფასების შემცირების შესაძლებლობა საერთაშორისო ბაზარზე "პლაცზე" ფასის კლებამ განაპირობა.  გარდა ამისა, აღსანიშნავია რომ, Gulf Club-ის წევრებისთვის მიმდინარეობს დამატებითი ფასდაკლების აქცია (-4 თეთრი) ევრო დიზელზე, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელი აღნიშნულ საწვავზე დამატებით 7-10 თეთრ ფასდაკლებას მიიღებს. "კომპანია ითვალისწინებს საზოგადოების ინტერესს და კვლავაც განაგრძობს ამ საკითხზე მუშაობას რათა საუკეთესო ფასი შესთავაზოს მის მომხმარებელს," – აცხადებენ კომპანიაში.