ნავთობზე ფასი უმნიშვნელოდ გაიზარდა

ორშაბათს, თითქმის 5%-იანი ვარდნის შემდეგ, ნავთობზე ფასმა მოიმატა.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, აშშ-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,7%-ით გაიზარდა და ბარელზე 38,89 დოლარი შეადგინა. „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასმა კი 1,3%-ით მოიმატა და ბარელზე 43,25 დოლარი შეადგინა.

ივნისში ნავთობის ფასებზე დაფიქსირებული პიკის შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე „შავი ოქრო“ თითქმის მესამედით გაიაფდა და 2009 წლის დასაწყისის მინიმუმს მიაღწია.

ნავთობზე ფასის ვარდნას ექსპერტები გადაჭარბებულ მარაგს უკავშირებენ. ირანის ნავთობის მინისტრის ბიჯან ნამდარ ზანგანეს განცხადებით, მან აქვე დასძინა, რომ ირანი მზადაა "ნებისმიერ ფასად" გაზარდოს ნავთობის მოპოვება, რათა არ დაკარგოს თავისი წილი მსოფლიო ბაზარზე.