რუსეთმა რამდენიმე ადგილობრივი და უცხოური საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალება გაყიდვიდან ამოიღო

რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სანიტარული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა რამდენიმე ადგილობრივი და უცხოური მწარმოებლების სარეცხი და საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებების გაყიდვიდან ამოღების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. "როსპოტრებნადზორის" ინფორმაციით, საუბარია ისეთი ცნობილი ბრენდების პროდუქციაზე, როგორიცაა Henkel Rus-ი, Colgate-Palmolive-ი, The Clorox Company-ი, Werner & Mertz GmbH-ი, Procter & Gamble-ი და რუსული Nevskaya Kosmetica.

უწყებამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აღმოაჩინეს, რომ პროდუქცია საშიშ ნივთიერებას შეიცავდა, რაც ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.