სემეკ-ის ვებგვერდზე "თელასის" ტარიფის დადგენასთან დაკავშირებით დამატებითი დოკუმენტაცია განთავსდა

სემეკ-ის ვებგვერდზე სს "თელასის" ტარიფის დადგენასთან დაკავშირებით დამატებითი დოკუმენტაცია განთავსდა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, სემეკ-ის ვებგვერდზე დამატებით განთავსდა სს "თელასის" მიერ ტარიფის დადგენის მიზნით კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელიც საჯარო გახდა კომისიის 2015 წლის 31 ივლისის №41/4 გადაწყვეტილების შესაბამისად. კერძოდ, დამატებითი დოკუმენტაცია შეეხება სს "თელასის" სააღრიცხვო პოლიტიკას, ხელშეკრულებებს, საშტატო განრიგსა და შესყიდვების წესს.

კომისიის ინფორმაციით, სს "თელასის"ტარიფის დადგენასთან დაკავშირებული და საჯარო გაცნობისათვის ხელმისაწვდომი დოკუმენტაცია განთავსებულია შემდეგ მისამართზე - http://gnerc.org/ge/public-works/sajaro-warmoeba/16406.

"ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა წინადადებები და მოსაზრებები წარადგინოს კომისიაში 2015 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით", - ნათქვამია განცხადებაში.