კომერციულ ბანკებში 1 დოლარის ღირებულება 2.44-დან 2.47 ლარამდე მერყეობს

კომერციულ ბანკებში 1 დოლარის ღირებულება 2.44-დან 2.47 ლარამდე მერყეობს. უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს საკუთარ ვებგვერდზე აქვთ განთავსებული. ამ დროის მონაცემებით, "საქართველოს ბანკის" ვებგვერდზე განთავსებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ყიდვა მომხმარებელს 2.44 ლარად შეუძლია, ხოლო გაყიდვა - 2.4 ლარად. "თიბისი ბანკში" ერთი აშშ დოლარის შეძენა 2.4400 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა - 2.4020 ლარად.  რაც შეეხება ბანკ "რესპუბლიკას", აქ 1 დოლარის ღირებულება 2.4600 ლარია, ხოლო მისი გაყიდვა მომხმარებელს 2.3900 ლარად შეუძლია.  "ვითიბი ბანკში" კი 1 დოლარის შეძენა 2.4700 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო გაყიდვა - 2.3500 ლარად.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3640 ლარი გახდა.