თბილისში დატბორვის საშიშროების ზონა განისაზღვრა

გარემოს დაცვის სამინისტრომ თბილისში დატბორვის საშიშროების ზონა განსაზღვრა. როგორც ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა, დოკუმენტი განხილული იქნა და დამტკიცდა კომისიის სხდომაზე.  რამდენიმე დღის წინ პროექტი სვანიძის ქუჩის მოსახლეობას გააცნეს და უკვე მათთან შეთანხმებული დოკუმენტი იქნა მიღებული.

როგორც დავით ნარმანია აცხადებს, დოკუმენტში არ არის საუბარი სტიქიის გამომწვევ მიზეზებზე, არამედ, იგი უშუალოდ გეოგრაფიულად საზღვრავს კონკრეტულ ტერიტორიას, სადაც დატბორვის საშიშროება არსებობს და შესაბამისად, მოსახლეობისთვის ცხოვრება სახიფათოა.