სოზარ სუბარი: ხელოვნური აჟიოტაჟი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს ვალუტებზე ახდენს გავლენას

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, ხელოვნული აჟიოტაჟი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს ვალუტებზე ახდენს გავლენას, მაგრამ ეს აჟიოტაჟი არის ყოველთვის დროებითი. ამის შესახებ სუბარმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისივე თქმით, თუ მაკროეკონომიკური მდგომარეობა სტაბილურია, ვინც დროებით აჟიოტაჟს აჰყვება, "ის ყოველთვის ძალიან მაგრად აგებს".

"ამიტომაც ცოტა ფრთხილად თუ იქნებიან ექსპერტებიც და ის მოქალაქეებიც, რომლებიც დღეს ამ აჟიოტაჟის მსხვერპლნი გახდნენ, ისინი მოიგებენ ყველა შემთხვევაში. სამწუხაროა, რომ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ შესაბამისი არც გამოცდილება, ხშირ შემთხვევაში არც ცოდნა და არც ინფორმაცია, აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რაც დროებით ძალიან უარყოფით გავლენას ახდენს ლარზე და გრძელვადიანად იმ ადამიანების ჯიბეებზე, რომლებიც ამ აჟიოტაჟს წამოეგებიან", - განაცხადა სუბარმა.