პრემიერი ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შეხვდა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან და მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან გუშინ, დღის ბოლოს შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხო ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშირებულ საკითხებს. "შეხვედრაზე დაისახა საჭირო ღონისძიებები და გამოითქვა ეროვნულ ბანკთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან მჭიდრო კოორდინაციის მზადყოფნა", - ნათქვამია განცხადებაში.