თბილისის რამდენიმე უბანს დენისა და გაზის მიწოდება შეუწყდება

თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.

კომპანია "თელასის" ცნობით, აღნიშნულის მიზეზი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარებაა.გლდანის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ულიანოვისა და ანდრონიკაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე კი შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის და გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის მცხოვრებლებს. კრწანისის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, გორგასალისა და გულიას ქუჩების მცხოვრებლებს. ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ბესარიონ ჟღენტის ქუჩის მცხოვრებლებს. ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარშენის, ბაგრატიონის, პაატა სააკაძის, დავითაშვილის, გუმათის და მნათობის ქუჩების მცხოვრებლებს. ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ღოღობერიძის, დადიანის, ღრმაღელის, კნოლევის, დაისის, ქართლის, ქსოვრელის და გვაზაურის ქუჩების მცხოვრებლებს. ისნის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის, სერგო წულაძის და თეთრიწყაროს ქუჩების მცხოვრებლებს. დიდუბის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩაჩავას, ბელიაშვილის, ლუბლიანას და ბოხუას ქუჩების მცხოვრებლებს. საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის გორის, საბურთალოს, სულხან ცინცაძის და შმიდტის ქუჩების მცხოვრებლებს."კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის რამდენიმე რაიონს დღეს გაზმომარაგება შეუწყდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ყაზტრანსგაზ-თბილისიდან" აცნობეს, ვაკის რაიონში, ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე გაზგამანაწილებელი პუნქტი #70-ის გეგმური რევიზია-პროფილაქტიკის მიზნით, 11:00 საათიდან 17:00 სათამდე გაითიშება. გაზმომარაგება შეუწყდება ყიფშიძის ქუჩის მოსახლეობას. (920 აბონენტი)11:00 საათიდან 17:00 საათამდე დიღმის IV კვარტალში მდებარე გაზგამანაწილებელი პუნქტი #398-ის გეგმური რევიზია-პროფილაქტიკის მიზნით, გაზმომარაგება შეუწყდება დიღმის მასივის IV კვარტალში მდებარე კორპუსებისა და ახმეტელის ქუჩა 2, 4, 6, 8, 10, 12-ის მოსახლეობას, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს. (2120 აბონენტი)11:00 საათიდან 17:00 საათამდე გლდანის IIIა მიკრო რაიონში მდებარე გაზგამანაწილებელი პუნქტი #366-ის გეგმური რევიზია-პროფილაქტიკის მიზნით, გაზმომარაგება შეუწყდება გლდანის IIIა მიკრო რაიონში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას. (1400 აბონენტი)"ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციით, გაზმომარაგება სამუშაოს დასრულებისთანავე აღდგება. გარდა ამისა, კომპანიის ინფორმაციით, ისნის რაიონში, უჯარმის II შესასხვევი, 2-თან მოქალაქე კონსტანტინე გედევანიშვილის დაკვეთით, კუთვნილი საცხოვრებელი სახლის სახურავზე გამავალი დ/წნევის დ-100 მმ გაზსადენის რეკონსტრუქცია (გაზსადენზე თაღის მონტაჟი და ქსელის აწევა) უნდა განხორციელდეს, რის გამოც 26 აგვისტოს 11:00 საათიდან 17:00 საათამდე უნდა გაითიშოს ჭრელაშვილის ქუჩაზე მდებარე გაზგამანაწილებელი პუნქტი #363. აღნიშნულის გამო გაზის მიწოდება შეუწყდება უჯარმის I და II შესახვევის, II და III დოლაბაურის, პატარძეულის ქუჩების კერძო სექტორისა და ქეთევან წამებულის გამზ. 61, 63ა, 63ბ, 63ც, 65, 65ა-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას (680 აბონენტი). კომპანიის ინფორმაციით, გაზმომარაგება სამუშაოს დასრულებისთანავე აღდგება.