ჩინეთის ცენტრალური ბანკი საფონდო ბირჟების კოლაფსში აშშ-ს ადანაშაულებს

ჩინეთის სახალხო ბანკის ფინანსური კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელის იაო იუიდუნის თქმით, გლობალურ ბაზარზე რყევები მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შესახებ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილებამ გამოიწვია.

მისივე თქმით, უფრო მეტიც - აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა, გლობალურ დონეზე სერიოზული ფინანსური კრიზისი გამოიწვიოს. იაო იუიდუნის განცხადებით, აშშ-ის ფედერალურ სარეზერვო სისტემას მოთმინება უნდა გამოეჩინა, ვიდრე ინფლაცია აშშ-ში 2 პროცენტს არ მიაღწევდა.

"საპროცენტო განაკვეთების გაზრდამ შესაძლოა, ამერიკული აქციების შემცირება გამოიწიოს, რასაც მთელ მსოფლიოში აქტივების გაყიდვა მოჰყვება, რაც თავის მხრივ შესაძლოა, ახალი მსოფლიო ფინანსური კრიზისით დასრულდეს", - პროგნოზირებს იაო იუიდუნი.

ანალიტიკოსების განცხადებით, ჩინეთის ეროვნული ვალუტის დევალვაციამ სხვა ქვეყნების ვალუტების დასუსტება გამოიწვია.