კომერციულ ბანკებში 1 დოლარის ღირებულება 2.37-დან 2.43 ლარამდე მერყეობს

უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს საკუთარ ვებგვერდზე აქვთ განთავსებული, თუმცა დღის განმავლობაში მონაცემები ხშირად იცვლება.

ამ დროის მონაცემებით, "საქართველოს ბანკის" ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ერთი აშშ დოლარის ყიდვა მომხმარებელს 2.38 ლარად შეუძლია, ხოლო გაყიდვა - 2.34 ლარად.

"თიბისი ბანკში" ერთი აშშ დოლარის შეძენა 2.3790 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა - 2.3400 ლარად.

რაც შეეხება ბანკ "რესპუბლიკას", აქ 1 დოლარის ღირებულება 2.4350 ლარია, ხოლო მისი გაყიდვა მომხმარებელს 2.3350 ლარად შეუძლია.

"ვითიბი ბანკში" კი 1 დოლარის შეძენა 2.4200 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო გაყიდვა - 2.3200 ლარად.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4161 ლარია.