მსოფლიო ბანკი უკრაინას 500 მლნ დოლარს გამოუყოფს

მსოფლიო ბანკმა უკრაინისათვის მეორე ფინანსური ტრანშის სახით 500 მილიონი დოლარის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო.

"ბიბისის" ცნობით, როგორც მსოფლიო ბანკის განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება ბანკის დირექტორთა საბჭომ 25 აგვისტოს სხდომაზე მიიღო. გამოყოფილი თანხა უკრაინის მთავრობამ საჯარო სექტორის, ენერგოსექტორისა და სოციალური მომსახურების სფეროს რეფორმების განხორციელებას უნდა მოახმაროს. მსოფლიო ბანკის განცხადებით, აღნიშნული ტრანში იმ ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში გადაირიცხება, რომელზეც თებერვალში შეთანხმდნენ და რომელიც წლის ბოლომდე უკრაინისათვის 2 მილიარდი დოლარის გამოყოფას გულისხმობს.