მსოფლიო ვაჭრობის შემცირებამ 2009 წლის მაქსიმუმს მიაღწია

2015 წლის პირველ ნახევარში მსოფლიო ვაჭრობას ბოლო ექვსი წლის განმავლობაში პირველად სერიოზული ვარდნა ჰქონდა.

Financial Times-ის ინფორმაციით, 2009 წლის ფინანსური კრიზისისა და გლობალური რეცესიის შემდეგ, 2015 წლის პირველ ნახევარში მსოფლიო ვაჭრობას ყველაზე სერიოზული შემცირება ჰქონდა.

ნიდერლანდების ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზის ბიუროს მონაცემებით, 2015 წლის პირველ კვარტალში მსოფლიო ვაჭრობის მოცულობა 1,5%-ით შემცირდა 2014 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით.

„მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვე საკმაოდ რთული გამოდგა. მსოფლიოს ზოგიერთმა ქვეყანამ ზრდის ცუდი ტემპი არ აჩვენა, თუმცა საკმაოდ ბევრ ქვეყანას ნელი დინამიკა ჰქონდა“, - აღნიშნა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მთავარმა ეკონომისტმა რობერტ კოპმანმა.

მისივე თქმით, მსოფლიო ვაჭრობის შემცირების ძირითადი გამომწვევი ჩინეთის ეკონომიკის შენელება და ევროპაში ფინანსური კრიზისიდან გამოსვლის შენელებული პროცესი გახდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიმდინარე წელს მსოფლიო ეკონომიკის 3,5%-ით ზრდას ვარაუდობს.