სკოლაში მალე რობოტებიც ივლიან

ავსტრალიაში სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილებზე მალე ახალი "კლასელები" - რობოტები შეუერთდებიან.

სუინბერნის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროექტის თანახმად, ჩატარდება სამწლიანი კვლევა, რომლის მიხედვითაც დაადგენენ, რამდენად ეფექტური იქნება რობოტების მონაწილეობა დაწყებით და საშუალო სკოლებში სწავლის პროცესში.

"სამწლიანი კვლევის ფარგლებში, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ "საუკეთესო პრაქტიკას" დავადგენთ, რომლის მიხედვითაც რობოტების დასწრება შესაძლოა, შევიყვანოთ სკოლის სასწავლო პროგრამაში. ჩვენი მიზანია, რომ რობოტებმა სასწავლო პროცესი გააუმჯობესონ და მათი მონაწილეობა მოსწავლეებისთვის არ იყოს მხოლოდ სიახლე ან ხელისშემშლელი ფაქტორი", - აღნიშნა პროექტის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ტერეზა კინმა.