"საქართველოს რკინიგზის" გადაწყვეტილებით, ადგილობრივ და საექსპორტო სატვირთო გადაზიდვებზე ტარიფები 20%-ით შემცირდა

"საქართველოს რკინიგზის" მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ადგილობრივ და საექსპორტო სატვირთო გადაზიდვებზე ტარიფები 20%-ით შემცირდა.

როგორც bpn-ს "საქართველოს რკინიგზიდან" აცნობეს, ცვლილება შეეხო როგორც ადგილობრივ, ასევე ექსპორტის რეჟიმში მოქცეულ ყველა სახის მშრალი ტვირთის, როგორც სავაგონო, ასევე საკონტეინერო გადაზიდვებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ტარიფების შემცირება მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და ადგილობრივი წარმოების მოცულობების ზრდას, რაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივაზე პოზიტიურად აისახება. ასევე, განაპირობებს გაყიდვების სამომავლო ზრდას, სარკინიგზო გადაზიდვების სექტორში.