ვარძიაში 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება

ვარძიაში 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო VardziaResort გაიხსნება

სასტუმრო „ვარძია რეზორთსის" ადმინისტრაციის განცხადებით, მათი მიზანია სასტუმრომ რეგიონში მესხური კულტურის ცენტრის დატვირთვა მიიღოს.

სასტუმროში 75 ადამიანზე გათვლილი 24 ოთახი იქნება.

"ვარძია რეზორთსის" ტერიტორიაზე განთავსებულია კოტეჯები, რესტორანი, მესხური დარბაზი, ფანჩატურები, ლაუნჯები, ორი დიდი გადაკიდებული ღია აუზი, მარანი, მესხური ოდა, ფურნე, იქვეა მე-10 საუკუნის წმინდა მარინეს სალოცავი, რომელიც აღდგენილია. რეზორთსის ტერიტორიაზე მდინარე მოედინება, რომელზეც 7 აუზია სხვადასხვა სახეობის თევზით. სასტუმროს ტერიტორია დატვირთულია გამოქვაბულებით", - აღნიშნა bpn-თან საუბრისას სტუმროს წარმომადგენელმა.

bpn

ამ ეტაპზე ადმინისტრაციაში სასტუმროს გახსნის ზუსტ თარიღს არ ასახელებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ სასტუმრო სექტემბრის შუა რიცხვებიდან გაიხსნება. მათივე ინფორმაციით, სასტუმრო კერძო ინვესტიციით ქართველმა ბიზნესმენმა ააშენა.

თამარ ლალიაშვილი