აშშ-ში ქვეყნის ყველაზე დიდი რანჩო 725 მილიონ დოლარად იყიდება

ამერიკის ყველაზე დიდი რანჩო „ვაგონერი“ 725 მილიონ დოლარად იყიდება. ტანჩო 207 ათას ჰექტარზეა გადაჭიმული.

გარდა ამისა, რანჩოს მომავალ მყიდველს ნავთობის 1000-მდე ჭაბურღილი, ვაგონერების ოჯახის რამდენიმე ათეული მამული, მარმარილოს 2-სართულიანი საოფისე შენობა, სამი ტბა, 20 ფერმა, 7-მდე მსხვილფეხა საქონელი, 500 ცხენი და როდეოს უძველესი მოედანი ერგება.

ამერიკის ყველაზე დიდი რანჩო დენ ვაგნერმა 1849 წელს ააგო. გასული წლის დასაწყისში ვაგონერების ოჯახი ამერიკაში ერთ-ერთი უმდიდრესი იყო. მათ რანჩოზე ხშირად სტუმრობდა აშშ-ის პრეზიდენტი თეოდორ რუზველტი.