Gallup-ის გამოკითხვაში საქართველო ნაკლებად ემოციურ ქვეყნებს შორის მოხვდა

ამერიკის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტის - Gallup-ის გამოკითხვის შედეგად, საქართველო მსოფლიოს 148 ქვეყანას შორის ნაკლებად ემოციურ ქვეყნებს შორის მოხვდა.

Gallup-ის კვლევის თანახმად, მსოფლიოში ყველაზე ემოციური ლათინური ამერიკის ქვეყნები აღმოჩნდა. რეიტინგის პირველ სამეულს - ბოლივია, ელ სალვადორი და ეკვადორი იკავებს.

ნაკლებად ემოციურ ქვეყნებში საქართველოს გარდა, რამდენიმე პოსტ საბჭოთა ქვეყანა - აზერბაიჯანი, ბელორუსი, ლიტვა, ლატვია, უკრაინა, ყაზახეთი, ყირგიზეთი და მოლდოვა მოხვდნენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველო რეიტინგის ბოლო სამეულში და მხოლოდ უკანასკნელ პოზიციაზე მყოფ ბანგლადეშსა და აზერბაიჯანს უსწრებს.

Gallup-ის გამოკითხვის მონაწილეებს პასუხი უნდა გაეცათ კითხვაზე - ჰქონდათ თუ არა გამოკითხვის წინა დღეს 5 პოზიტიური და 5 ნეგატიური ემოცია. გამოკითხვა მსოფლიოს 148 ქვეყანაში 2014 წელს ჩატარდა. თითოეულ ქვეყანაში დაახლოებით 1000 რესპონდენტი გამოიკითხა.