ინტერნეტით გავრცელებული ფოტოს შემდეგ, სირიელი ლტოლვილისთვის 40 ათასი ფუნტი შეგროვდა

სირიელი ლტოლვილის აბდულ ფატამის ფოტო, სადაც ასახული იყო, როგორ ჰყიდდა მხარზე მძინარე ბავშვმოკიდებული პალესტინელი საწერ კალმებს, ინტერნეტში გუშინ გავრცელდა.

ბეირუთის ქუჩებში გადაღებული ფოტო მაშინვე ვირუსული გახდა ინტერნეტ სივრცეში. დღეს კი, ბრიტანული „ტელეგრაფის“ ინფორმაციით, სირიელმა ლტოლვილმა 40 ათას ფუნტზე მეტი ონლაინ შემოწირულობა მიიღო.

გამოცემის ცნობით, Indiegogo Fundraising-ის გვერდზე აბდულ ფატამის დასახმარებლად ნახევარ საათში 10 ათას ფუნტზე მეტი შეგროვდა.

პალესტინელი აბდულ ფატამი დამასკოში ცხოვრობდა. სირიაში მიმდინარე ომის გამო კი სამი წლის წინ ლიბანს შეაფარა თავი.