Startup მარანი მეწარმეებს დაფინანსების მოპოვების მეოთხე შანსს აძლევს

Startup მარანი ოქტომბერში მეოთხე ღონისძიებას გამართავს, სადაც მეწარმეებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ ინვესტორებს და მიიღონ დაფინანსება.

"თუ გაქვთ ინოვაციური ბიზნეს იდეა, ან ბიზნესის დაწყების სურვილი დღეიდან საშუალება გაქვთ მონაწილეობა მიიღოთ Startup მარანის რიგით მეოთხე ღონისძიებაში, მონაწილეობის მიღება შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალურად ასევე გუნდთან ერთად, ასაკის და ბიზნესის სფეროს შეუზღუდავად, თუმცა ყურადღება გამახვილდება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში არსებულ ბიზნეს იდეებზე,"- ნათქვამია Startup მარანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, Startup მარანი საშუალებას გაძლევთ მიიღოთ ინვესტორებისგან დაფინანსება 1000 აშშ დოლარიდან 100000 აშშ დოლარამდე.

აპლიკაციების შევსება შესაძლებელია როგორც Startup მარანის ოფიციალურ ვებ გვერდზე www.startupmarani.ge, ასევე ფეისბუქ გვერზე: Startupmarani. აპლიკაციების გამოგზავნის ბოლო ვადა 30 სექტემბერია.