საქართველოში ეკონომიკური ინდიკატორების ცვლილების შესახებ ანგარიში გამოქვეყნდა

საინვესტიციო კომპანია „გალტ & თაგარტი“ საქართველოში ეკონომიკური ინდიკატორების ცვლილების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტი ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკური ვითარების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს მოიცავს. ანგარიშის მიხედვით, 2015 წლის ივლისში სესხების რაოდენობა 15 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე)და 15 მილიარდ ლარს მიაღწია, დეპოზიტები კი 6.1 პროცენტით გაიზარდა და 12,8 მილიარდს მიაღწია. რაც შეეხება ინფლაციას 2015 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით 4.9 პროცენტი შეადგინა. მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა კი გასულ წელთან შედარებით შემცირდა და 2.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურ ზრდას, 2015 წლის მეორე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი 2 პროცენტს შეადგენდა, მაშინ როდესაც 2011 წლის პირველ კვარტალში 6 პროცენტი იყო.

2015 წელს ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით საქართველომ საერთაშორისო დონეზე მე-15 ადგილი დაიკავა, ამ მხრივ საქართველო რეგიონში ლიდერია. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით 22-ე ადგილას გავიდა, რაც ნაწილობრივ თავისუფალს ნიშნავს. გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით კი 144 ქვეყანას შორის 69-ე ადგილას გავიდა.

რაც შეეხება ფინანსურ ბაზარს, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 700 მილიონი ლარის ოდენობის შვიდდღიანი რეფინანსირების სესხი გასცა. გარდა ამისა, ეროვნულმა ბანკმა 91-დღიანი 20 მილიონი ლარის ოდენობის სადეპოზიტო სერტიფიკატები გაყიდა. ასევე 2015 წლის აგვისტოს მონაცემებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6%-მდე გაიზარდა. დოკუმენტის მიხედევით, მსგავსი მონაცემი იყო 2012 წლის მაისშიც.

კომპანია „გალტ ენდ თაგარტი“ 2000 წელს დაარსდა. იგი წარმოადგენს საქართველოს ბანკის ჯგუფში შემავალ საინვესტიციო ბანკს.