მეცნიერები ნელა დნობადი ნაყინის შექმნაზე მუშაობენ

ტკბილეულის მოყვარულებს მალე შესაძლებლობა ექნებათ ნაყინის ჭამის პროცესი შეანელონ, ამით უფრო მეტი სიამოვნება მიიღონ და მისი დნობის გამო დისკომფორტი არ შეექმნათ.

შოტლანდიაში მეცნიერებმა ახალი ინგრედიენტი შექმნეს, რომლითაც შესაძლებელი იქნება ნელა დნობადი ნაყინის დამზადება. ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის თქმით, სპეციალური შემადგენლობა ხელს შეუწყობს ცხიმებისა და წყლის ერთობლიობის დიდხანს შენარჩუნებას, რაც დნობის პროცესს შეანელებს. ახალი ინგრედიენტი ასევე შეამცირებს ნაყინში ცხიმის და შაქრის შემცველობას. როგორც მეცნიერები ირწმუნებიან, ახალი სახეობის ნაყინის ჭამის შესაძლებლობა მოყვარულებს დაახლოებით სამ წელიწადში იქნებათ.