აგვისტოში Dow Jones-ის ინდექსის ვარდნა 17 წლის განმავლობაში ყველაზე უარესი იყო

აშშ-ისა და აზიის საფონდო ინდექსები დაეცა

აშშ-ის საფონდო ინდექსებმა აგვისტოს თვის ბოლო ვაჭრობა მინუსში დაასრულეს. Market Watch-ის ინფორმაციით, DJIA (Dow Jones Industrial Average)-ის ინდექსი 31 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად 114,98 პუნქტით (0,69%) – 16528,03 პუნქტამდე დაეცა. საერთო ჯამში, გასულ თვეს DJIA -ს ინდექსის ვარდნამ 6,4 პროცენტი შეადგინა, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელი იყო ბოლო 17 წლის განმავლობაში.

გუშინვე 16,69 პუნქტით (0,84%) – 1972,18 პუნქტამდე დაეცა Standard&Poor’s-ის ინდექსი. აგვისტოს თვეში Standard&Poor’s-ის ინდექსი 6,3%- ით დაეცა, რაც მაქსიმალური ნიშნული იყო 2012 წლის მაისიდან მოყოლებული.

14 წლის განმავლობაში პირველად, მიმდინარე წლის აგვისტოში ყველაზე სუსტი შედეგი ჰქონდა Nasdaq-ს, რომელიც 6,9%-ით დაეცა. გუშინდელი ვაჭრობის შედეგად Nasdaq-ის ინდექსი 51,82 პუნქტით (1,07%) – 4776,51 პუნქტამდე შემცირდა.

რაც შეეხება აზიის საფონდო ბირჟებს, დღევანდელი დილის მონაცემებით, შანხაის საფონდო ბირჟა Shanghai Composite-ის ინდექსი 1,98%-ით - 3142,5 პუნქტამდე შემცირდა. 4,41%-ით - 1711,35 პუნქტამდე დაეცა შენჟენის ბირჟის ინდექსი, ხოლო 0,79%-ი - 21498,58 პუნქტამდე - 0,79%-ით შემცირდა ჰონგ კონგის Hang Seng Index.

ექსპერტები მსოფლიოს წამყვანი საფონდო ინდექსების ვარდნას ჩინური საფონდო ინდექსებისა და ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ტემპების შენელებას უკავშირებენ.

მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა ჯერჯერობით, საბოლოოდ არ ამბობს უარს საპროცენტო განაკვეთების შესაძლო ზრდაზე.