საუკეთესო ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნების რეიტინგში საქართველო  59-ე ადგილზეა

კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია. ეფექტური სატრანსპორტო სისტემა, ელექტრო და საკომუნიკაციო კავშირები ქმნის იმ პირობებს, რომელიც ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას და ეკონომიკურ აღმასვლას. „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი“ გამართული ინტრასტრუქტურის შესახებ 144 ქვეყნის რეიტინგს აქვეყნებს. რეიტინგი გზების და სარკინიგზო ხაზების, ასევე ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხის მიხედვით შეადგინეს.

რეიტინგში პირველი ადგილი ჰონგ-კონგმა დაიკავა. მეორე და მესამე ადგილზე კი სინგაპური და არაბთა გაერთიანებული ემირატები გავიდა. საუკეთესო ათეულში ექვსი ევროპული ქვეყანაც შევიდა, მათ შორის გერმანია, ბრიტანეთი, შვეიცარია, ნიდერლანდები, ესპანეთი და საფრანგეთი. ერთ-ერთი საუკეთესო ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნად დასახელდა იაპონიაც, რომელმაც რეიტინგში მე-6 პოზიცია დაიკავა. რაც შეეხება საქართველოს, მან 144 ქვეყანას შორის ინფრასტრუქტურის გამართულობის მიხედვით, 59-ე ადგილი დაიკაა.