ინგლისის საუკეთესო პაბები

ინგლისის საუკეთესო პაბების დიდი ნაწილი, პირველი და მეორე მსოფლიო ომების შუა პერიოდში აიგო. დაახლოებით 20 წლის განმავლობაში ინგლისში 5 000 პაბი გაიხსნა. მათგან დღესდღეობით მხოლოდ 20 ფუნქციონირებს. მათ შორის არის სამხრეთ-აღმოსავლეთ ლონდონში მდებარე პაბი The Daylight Inn, რომელიც 1935 წელს გაიხსნა.

წლების განმავლობაში პაბების ზომა ინგლისში იზრდებოდა. დახვეწილი დიზაინის, შედარებით დიდი პაბები ლუდის გარდა, ვიზიტორებს სხვა პროდუქციასაც სთავაზობდა. ასე მაგალითად, ბირმინგემში მდებარე პაბის - Brookhill Tavern-ს ირგვლივ ბაღიც გააშენეს, რომელიც ოჯახების მასპინძლობისთვისაც მზად იყო. იდეალურ პაბს აღწერს მწერალი ჯორჯ ორუელი თავის 1946 წელს დაწერილ ერთ-ერთ ესეში. პაბები ინგლისში პოპულარობას დღემდე ინარჩუნებს.

იხილეთ ფოტოგალერეა