ფესტივალი „განდაგანა“ -მოგზაურობა აჭარულ სოფელში ქალაქიდან გაუსვლელად

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ქალაქის დღესასწაულთან - „ბათუმობასთან“ დაკავშირებით, 5-6 სექტემბერს ევროპის მოედანზე ფესტივალ „განდაგანას“ გამართავს. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება აჭარული სოფელი თავისი ტრადიციებითა და დამახასიათებელი კოლორიტულობით. ევროპის მოედანზე ბათუმელები და ჩვენი ქალაქის სტუმრები აჭარული სოფლის ხიბლის, ფოკლორული და გასტრონომიური ტრადიციების, ხალხური თვითშემოქმედების აღმოჩენას შეძლებენ. ფესტივალი „განდაგანა“ საშუალებას იძლება აჭარულ სოფელში ქალაქიდან გაუსვლელად იმოგზაურო. პროგრამა მრავალფეროვანია: აჭარული სამზარეულოს მასტერკლასები, მხიარული კონკურსები, ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა, ფოლკლორული ჯგუფების კონცერტები, შავფაროსნების შოუ. ჩატარდება ასევე ეთნო მუსიკის საღამოები: 5 სექტემბერს 18:00 საათიდან კონცერტს ჩაატარებს მუსიკალური ჯგუფი „სტუმრები“, ხოლო 6 სექტემბერს, ანსამბლი „გორდელა“.

ფესტივალ „განდაგანას“ „ბათუმობის“ პარალელურად ჩატარება ემსახურება აჭარული სოფლის პოპულარიზაციას და სოფლად ტურიზმის სტიმულირებას, რასაც ტურიზმის დეპარტამენტი სხვადასხვა აქტვივობებით ახორციელებს.

ღონისძიებები ევროპის მოედანზე 12:00 საათიდან დაიწყება. დასწრება თავისუფალია. დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დარეკეთ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ცხელ ხაზზე: +995 577 90 90 93