ხორბლის ფქვილის ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება პირველ იანვრამდე გადავადდა

ხორბლის ფქვილის ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება პირველ იანვრამდე გადავადდა.ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.  როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ განაცხადა, ბოლო პერიოდში საუბარი იყო ფქვილის იმპორტთან დაკავშირებულ გარკვეულ შეფერხებებზე.  "ჩვენ არ შევქმნით საფუძველს სპეკულაციისთვის. მნიშვნელოვანია ბეზნესსექტორის წარმომადგენელთა მოსაზრებების გაზიარებაც; სწორედ ამიტომ, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება პირველი იანვრისთვის გადაგვეტანა", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

ხორბლის ფქვილის ტექნიკური რეგლამენტი 1-ელ სექტემბერს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა 1-ელ იანვრამდე გადაიდო.