ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს ალექსანდრე ქართველის სახელი მიენიჭება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა,ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის გამოჩენილი ქართველი ავიაკონსტრუქტორის, აშშ-ის ავიამშენებლობის ერთ-ერთი პიონერის, ალექსანდრე ქართველის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით, ბათუმის საკრებულომ დღეს დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამ ინიციატივით რამდენიმე თვის წინ გამოვიდა. ბათუმის საკრებულომ მთავრობის მეთაურის ინიციატივა მოიწონა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს ალექსანდრე ქართველის სახელი მიენიჭება.